13.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
19:13:10

7 ოქტომბრიდან საქართველოში „ღვინის დღეები“ დაიწყება

By: Admin
2023-10-03 23:10:25
204

7 ოქტომბრიდან საქართველოში „ღვინის დღეები“ დაიწყება. ღონისძიების ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ფესტივალი ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.

„ღვინის დღეების“ ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეც. ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტებიც.

Share