17.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
17:24:32

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს

By: Admin
2023-09-20 14:08:13
204

ეროვნულ ბანკს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს წევრი არჩილ მესტვრიშვილი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ არჩილ მესტვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას",- დაწერა მესტვრიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ასევე დატოვა პაპუნა ლეჟავამ.

Share