16.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
14:31:59

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4826 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა  2.4808 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9305 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9326 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

Share