31.05 °C თბილისი, საქართველო | 2026-06-17  
15:25:41

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია IndiGo შემოდის

By: Admin
2023-06-01 16:17:07
204

ინდური ავიაკომპანია IndiGo აგვისტოდან საქართველოს მიმართულებით იწყებს ოპერირებას. აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.

Share