14.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
13:15:23

Bloomberg - საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ გლობალურ ბიზნესცენტრად დამკვიდრდეს

By: Admin
2023-04-25 18:16:44
204

მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნესცენტრად. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო Bloomberg წერს.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელად : "„როგორ შეძლო საქართველომ, დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“, აღნიშნულია, რომ საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

„საქართველოში 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, ორ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და, 2021 წელთან შედარებით, 61%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2022 წელს ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ირლანდია და ჩინეთი. ესპანურმა Aqualia-მ, რომელიც მესამე უმსხვილესი კერძო წყალმომარაგების კომპანიაა ევროპაში, ინვესტიცია ჩადო საქართველოს წყალმომარაგებაში, რაც განპირობებული იყო ქვეყნის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოებით.

მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისთვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნესცენტრად“, - ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.

Share