11.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
11:51:15

2022 წლის მარტში საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

By: Admin
2022-04-07 12:28:16
204

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211,484 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ  188,354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  159,199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი  48.5%-ია.
 

Share