14.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-04-17  
13:06:05

15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

By: Admin
2021-06-07 14:14:08
204

15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთ-საქართველოს შრის, 16 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი, თბილისის გავლით, დაიძრება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ, ესტუმრებიან საქართველოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Share