16.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
14:35:01

ტურიზმის სექტორი 1-ელი თებერვლიდან ზამთრის კურორტებისთვის მუშაობის განახლების უფლებას ითხოვს

By: Admin
2021-01-26 15:45:03
204

მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე შესვლამდე, Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან ზამთრის კურორტების გახსნას მოითხოვენ.

„ერთ-ერთი მოთხოვნა რაც იქნება ესაა 1-ელი თებერვლიდან მოგვცეს ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა რომ ვიმუშაოთ, გარდა ამისა, უკვე დროა არის დავიწყოთ იამზე ფიქრი როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ანუ ტურიზმის წარმომადგენლებს გვაქვს ჩვენი გეგმა შემუშავებული. ყველა პრობლემაზე გვაქვს პასუხი“, - განაცხადა კოკაიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share