
ორგანიზაცია „JODI“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში აშშ-მა შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერის პოზიცია ნავთობის მოპოვების ოდენობის მიხედვით.
ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქრების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის ფედერაციამ, ხოლო მესამე - საუდის არაბეთმა.
„JODI-ის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 10,516 მლნ ბარელი/დღე-ღამეში სექტემბრის თვის 10,86 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. შედეგად, აშშ უკვე 32 თვეა ზედიზედ მსოფლიო ლიდერია ნავთობის მოპოვების მიხედვით.
2020 წლის ოქტომბრის თვეში რუსეთში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 9,326 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, ხოლო საუდის არაბეთში - 8,974 მლნ ბარელი/დღე-ღამეში“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიურთა კავშირში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share