14.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
13:11:39

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

By: Admin
2020-08-31 13:58:05
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.0696 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0804 ლარია.

კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში  0.0108 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.6243 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.6389 ლარად არის შესაძლებელი.

შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0146 ლარი შეადგინა.

Share