14.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
13:28:22

საქართველოს საფონდო ბირჟა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

By: Admin
2020-04-21 10:54:59
204

საქართველოს საფონდო ბირჟა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საფონდო ბირჟა ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საფონდო ბირჟა დისტანციურ მუშაობაზე დღეიდან გადავა.

„საქართველოს საფონდო ბირჟა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და 2020 წლის 20 მარტიდან გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

საქართველოს საფონდო ბირჟის ყველა ოპერაცია განხორციელდება უცვლელად, უწყვეტ რეჟიმში“, - განაცხადა საქართველოს საფონდო ბირჟამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share