14.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
13:16:20

ქუმსიშვილი: საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

,,მნიშვნელოვანია, საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება ინოვაციების, ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დადებითად აისახებაორივე ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა დაკომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთო პროექტების შემუშავებას აღნიშნულ სფეროებში, ასევე  სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს ინკუბატორებისა და აქსელერატორების პროგრამების ერთობლივადგანხორციელებას და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს. მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა ამ მიმართულებით ორმხრივად მომგებიანიიქნება, ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესების ჩამოყალიბებას და ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას.

(NS)

Share