15.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-04-17  
15:10:43

იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

By: Admin
2023-11-03 11:55:19
204

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გამოცემის Transit-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ყველაზე პოპულარული იაპონური გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს - მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა, იმერეთი, კახეთი.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, უმსხვილეს იაპონურ გამოცემა Transit-ში განთავსდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Share